დანი ალვეში: ფილიპე კოუტინიო ნეიმარზე არანაკლები დონის ფეხბურთელია

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის მცველ დანი ალვეშის განცხადებით, ფილიპე კოუტინიო ნეიმარზე არანაკლები სიძლიერის მოთამაშეა.

"ვფიქრობ, კოუტინიოც იმავე დონეზეა, როგორზეც ნეიმარია. მას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, რაც თამაშის მოგებისთვის და მისი გუნდისთვისაა საჭირო.

"ბარსელონაში" მისმა გადასვლამ ის უფრო გააუმჯობესა და ახლა კოუტინიო თამაშს უფრო კარგად კითხულობს.

დიდებულია, ითამაშო ისეთი დიდებული ფეხბურთელის გვერდით, როგორიც კოუტინიოა", - განაცხადა ალვეშმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული