მიხაილ ბოიარსკი: რუსეთის ნაკრებზე სუსტი გუნდი არ არსებობს

AutoSharing Option
მოსკოვში, ბრაზილიასთან განადგურების შემდეგ (0:3), მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელმა რუსეთმა სანკტ პეტერბურგში საფრანგეთს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის სახალხო არტისტმა, ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა მიხაილ ბოიარსკიმ გააკეთა:

"თავს ვიმშვიდებთ, რომ ძლიერ გუნდებთან წავაგეთ? ჩვენ სუსტებთანაც დავმარცხდებით, არ ინერვიულოთ! სუსტი გუნდები არ არსებობენ. ჩვენის გარდა.

დიდი ოპტიმისტი უნდა იყო, ამათ რომ უგულშემატკივრო. მხოლოდ სასწაულის იმედად ვართ, ეკლესიაშია წასვლაა საჭირო და სანთელის დანთება, მაგრამ ეს არ გვიშველის.

მუნდიალზე კარგი არაფერი არ გველის, მაქსიმუმ - ჯგუფიდან გასვლა. ესეც დიდი კითხვის ნიშნის
ქვეშ დგას. ჩვენთან ფეხბურთში ცუდი სიტუაციაა და დიდი ხანი არაფერი არ შეიცვლება. ფეხბურთელები ფულით ვერ გაძღენ. მოტივაცია არა აქვთ. ვუყურებ უცხოელ ფეხბურთელებს და ისე თამაშობენ, თუ წააგეს, თითქოს დახვრეტენ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
იგივე სიტუაციაა საქართველოში და მთელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

ჩვენ ფეხბურთელებს აკლიათ პატრიოტიზმი და არა ფული.
დათო
14:51 14-06-2018
0
ეხ რასიააა...რასიააა...სად თქვენი ოცნებები და სად რეალობა....ჩაირთვება ეხლა შოვინისტების მანქანა....
ედუარდ ზარანდია
14:44 14-06-2018
0

სიახლეები პოპულარული