პეპ გვარდიოლა ისკოს "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაპირდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" "რეალის" ნახევარმცველის ისკოს შეძენა გადაწყვიტა.

ჟურნალისტმა ხორხე კალაბრესმა El Chiringuito-ს ეთერში განაცხადა, რომ "ქალაქელთა" მენეჯერი პეპ გვარდიოლა პირადად ესაუბრა ბლანკოსის 25 წლის ნახევარმცველს, მის გუნდში გადასვლა შესთავაზა, ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს და საკვანძო ფეხბურთელობას დაპირდა.

ისკომ არგენტინის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში ჰეთ-თრიკი შეუსრულა და განაცხადა, რომ "სამეფო გუნდის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვას განიცდის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოუხდევა ისკო სიტის
ტოტტი
10:22 30-03-2018
0

სიახლეები პოპულარული