ჟურნალისტმა ხორხე კალაბრესმა El Chiringuito-ს ეთერში განაცხადა, რომ "ქალაქელთა" მენეჯერი პეპ გვარდიოლა პირადად ესაუბრა ბლანკოსის 25 წლის ნახევარმცველს, მის გუნდში გადასვლა შესთავაზა, ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს და საკვანძო ფეხბურთელობას დაპირდა.
ისკომ არგენტინის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში ჰეთ-თრიკი შეუსრულა და განაცხადა, რომ "სამეფო გუნდის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვას განიცდის.