ჯასტინ კლუივერტი: სწორებას რონალდოზე ვაკეთებ და "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობ

AutoSharing Option
პორტუგალიასთან ჟენევაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში პატრიკ კლუივერტის 18 წლის შვილის, "აიაქსის" ნახევარმცველ ჯასტინ კლუივერტის დებიუტი შედგა. მან 78-ე წუთზე დეპაი შეცვალა.

პატრიკმა ჰოლანდიის მიმდინარე პირველობის 24 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და თავის მიზნებსა და ამოცანებზე Goal.com-ს შემდეგი განუცხადა:

"სწორებას რონალდოზე ვაკეთებ. მარტო მისი ოსტატობის გამო კი არა. ეს ისედაც ცხადია. მომწონს კრიშტიანოს ცხოვრების წესი, როგორ იკვებება, როგორ ვარჯიშობს. ჩემთვის მართლაც მისაბაძია.

თუმცა, "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობ. იქ 7 წლის განმავლობაში გადასვლას ვიმედოვნებ. იქამდე კი არ ვარ წინააღმდეგი, ინგლისში
ვიასპარეზო. მხიბლავს პრემიერლიგა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული