"სანის" თანახმად ჯორჯიანა როდრიგესი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არის ქალაქ ჯაკადან, რომლის მოსახლეობა 13 000-ია.
ქალაქი ახლოსაა საფრანგეთის საზღვართან და მადრიდიდან 450 კილომეტრითაა დაშორებული.
ის მშობლიურ ქალაქში ოფიციანტად მუშაობდა შემდეგ მშობლებთან ერთად ბრისტოლში გადავიდა.
ბოლო სამსახური, სადაც ის კრიშტიანოს გაცნობამდე მუშაობდა, "გუჩის" მაღაზია და კონსულტანტობა იყო.
ჯორჯიანა მოცეკვავეა, მაგრამ პორტუგალიელი ვარსკვლავის გაცნობის შემდეგ სამოდელო კარიერა დაიწყო.
ხმების თანახმად რონალდომ ჯორჯიანა პირველად "დოლჩე და გაბანას" სივრცეში გაიცნო, თუმცა როდის დაიწყეს შეხვედრა, უცნობია.
მან კრიშტიანოს გოგო გაუჩინა და აშკარაა, რომ ირინა შეიკის მერე როდრიგესი რონალდოს ყველაზე დიდი სიყვარულია.
მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი წყვილის ქორწინება იქნება.