ტიბო კურტუას მამა: ჩემი შვილი ჩამშვები არაა

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა beIN Sports-ს განუცხადა, რომ მეკარე ტიბო კურტუა გუნდის ინფორმაციას ავრცელებდა:

"პრობლემა მქონდა. 18:00 საათზე თეორიას მოვრჩებოდი თუ არა, 15 წუთში ყველაფერი უკვე სოციალურ ქსელში იყო გავრცელებული. ფრანგმა ჟურნალისტებმა მითხრეს, რომ ამას კურტუას მამა აკეთებდა. ვინც ასე იქცევა, თავის სამშობლოს არ აფასებს.

ჩემის აზრით, ეს სირცხვილია. როგორც წესი, მეტოქე მარჩიელობს როგორი შემადგენლობით დაუპირისპირდები და მატჩამდე ერთი საათით ადრე იგებს ამას.

როდესაც მოწინააღმდეგე ინფორმირებულია, მოსამზადებლად მეტი დრო აქვს. ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი რამ არ მომხდარა".

ტიბო კურტუას მამამ, ტიერიმ კი თქვა, რომ არასოდეს არ მიუწოდებია ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის, ის ტოპ-მოთამაშე და ევროპული დონის კლუბის თანამშრომელი იყო, ვერ იტანს ჩამშვებებს და ის და მისი შვილი ასეთები არ არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული