"ბეშიქთაშისა" და "ფენერბახჩეს" ჩაშლილი შეხვედრა 3 მაისს გაგრძელდება

AutoSharing Option
"ბეშიქთაშისა" და "ფენერბახჩეს" შორის შეწყვეტილი მატჩი 3 მაისს, ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაგრძელდება. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

შეხვედრა 58-ე წუთზე იმის გამო გადაიდო, რომ "ბეშიქთაშის" მთავარ მწვრთნელ შენოლ გიუნეშს თავი გაუტეხეს.

გუნდები დარჩენილ 32 წუთს ითამაშებენ. მასპინძლებს არ ეყოლებათ კეპლელ პეპე, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მოსისხლე მტრებისთვის ეს თურქეთის თასის მეორე მატჩი იყო. პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა.

▶ "ბეშიქთაშის" მწვრთნელს თავი გაუტეხეს და "ფენერბახჩესთან" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული