The Times: სტივენ ჯერარდმა შესაძლოა "რეინჯერსი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდა და მერსისაიდელთა ჭაბუკთა გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი "გლაზგო რეინჯერსის" წინადადებას განიხილავს.

სტივენმა "ლივერპულის" აკადემიაში 1 წელი იმუშავა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შოტლანდიური კლუბის პრეზიდენტი დეივ კინგი, რომელიც "ლივერპულის" ლეგენდის, კენი დალგლიშის მეგობარია, უკვე დაუკავშირდა ჯერარდს კონტრაქტის თაობაზე, - იუწყება The Times-ი.

აქვე გეტყვით, რომ "რეინჯერსს" ამჟამად გრემ მარტი წვრთნის, რომელიც გუნდს სათავეში 2017 წლის ოქტომბრიდან უდგას. ამ დროისთვის "რეინჯერსი" ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და პრინციპულ მეტოქეს, "სელტიქს" 10 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული