უფროსი ვაჟის, ჯოვანის გარდა, რომელიც ახლა "ფიორენტინაში" ირჯება, მისი ოჯახი ბუენოს-აირესში ცხოვრობს.
რას აკეთებს დიეგო, როდესაც მადრიდში სადილობს? ის იღებს ლეპტოპს და რეკავს არგენტინაში. სიმეონე ამ ყველაფერს სასწაულს უწოდებს.
მას მარტო სადილი ვერც კი წარმოუდგენია და მისთვის ოჯახი წმინდაა.
სტატიაში ასევე სიმეონეს ზედმეტსახელზეცაა საუბარი.
მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელს ზედმეტსახელად "ჩოლოს" უწოდებენ, რომელიც სკოლაში მასწავლებელმა ოსკარ ნესიმ დაარქვა.
რას ნიშნავს "ჩოლო"? - ის ერთგვარი სლენგია და ასოცირდება სოფელში მცხოვრებ გაუნათლებელ
შესაძლოა, სიმეონეს გაკვეთილების სწავლა დიდად არ უყვარდა და მასწავლებელმაც ეს სახელი ამიტომ მოუფიქრა.