პოლ პოგბას ძმას მოედანზე თანაგუნდელი თავს დაესხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერის" ნახევარმცველის პოლ პოგბას ძმა ფლორენტენი "გენჩლერბირლიგის" მცველია, "ანთალიასპორთან" მატჩისას ტრავმა მიიღო, მაისური გაიხადა და მოედნიდან გასვლა დააპირა, მაგრამ თანაგუნდელი, ფრანგი ზეკი იავრუ დაესხა თავს და ჩხუბი ატყდა.

საქმე იმაშია, რომ მის გუნდს უკვე სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა. 27 წლის ფლორენტენი იძულებული იყო მოედანი არ დაეტოვებინა და მაისურის გახდისთვის მსაჯმა ყვითელი ბარათი არ უჩვენა.

"ეკიპი" იუწყება, რომ სტადიონი მან ცალკე, დაცვის თანხლებით დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული