რობერტ ლევანდოვსკიმ თავის აგენტს უთხრა, რომ გუნდის გამოცვლა უნდა

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, 29 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" დატოვებას გეგმავს.

რობერტი თავის აგენტს პინი ზახავის მიუნხენში შეხვდა, ერთად ისადილეს და უთხრა, რომ გუნდის გამოცვლას აპირებს.

ადრე იუწყეს, რომ მისი სამსახურით "რეალი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა ბლანკოსმა ეს ინფორმაცია უარყო.

ლევანდოვსკი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ბუნდესლიგის გასულ სეზონში კი 30 მატჩში 29 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რა კომეტარი შემიძლია გავაკეთო? დავიღუპეთ და ეგ არის...
შოთა
09:39 20-05-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული