OkDiario-ს საფეხბურთო ექსპერტი ედუარდო ინდა ამტკიცებს, რომ ისკოს მობეზრდა სათადარიგოობა და მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სხვა კლუბების წინადადებებს დაელოდება.
ინდა ირწმუნება, რომ ისკოს თამაში ძალიან მოსწონს "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელს პეპ გვარდიოლას და უნდა საკუთარ გუნდში იხილოს.
აპრილში გვარდიოლა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში ისკოს წარმომადგენლებს შეხვედრია.