პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი" ისკოს შეძენას არ აპირებს

AutoSharing Option
As-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ "რეალში" მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის წარმატებული მუშაობა აღნიშნა და თქვა, რომ ნახევარმცველ ისკოს შეძენას არ აპირებენ:

"ზიდანმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. რა მნიშვნელობა აქვს, დაიმსახურეს თუ არ დაიმსახურეს ჩემპიონთა ლიგის მოგება? გაიმარჯვეს და ჩემპიონები გახდნენ. ვულოცავ. ეს რთული ტურნირია.

ისკო? არა, მის შეძენას არ ვაპირებთ".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქალაქელები" ისკოს 80 მილიონ ევროდ შეძენას გეგმავდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული