"ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, არა მგონია, კრიშიტო გასაძევებელი ყოფილიყო, მაგრამ მცველის სულელური შეცდომა კი იყო. იმ დროისთვის ფეხბურთელები დაიღალნენ და ბოლო 20 წუთი კაცნაკლულად თამაში გაგვიჭირდა.
10 დღის განმავლობაში ძნელია რთული ტაქტიკური სქემების დამუშავება, თუმცა როგორც საფრანგეთთან, ჰოლანდიასთანაც კარგი მომენტები შევქმენით. ფეხბურთელებმა გამოცდილება უნდა შეიძინონ, თორემ ვერასოდეს ვერ ივარგებენ. ამისათვის სპარინგებია საჭირო.
მნიშვნელოვანი იყო მძიმე სეზონის შემდეგ ბიჭებს თავი არ დაეზოგათ. მათ ეს გააკეთეს, სწორი