იაია ტურეს აგენტი: გვარდიოლას ძაღლსაც ვერ უწოდებ, რადგან ის ადამიანის მეგობარი არაა

AutoSharing Option
კოტ დ'იუვარელი ნახევარმცველის იაია ტურეს აგენტმა, დმიტრი სელიუკმა "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა:

"როგორც ტურეს "მანჩესტერ სიტიში" კარიერა დაასრულებინეს, შეცდომა კი არა დანაშაულია, მაგრამ ეს გვარდიოლას ბუმერანგივით დაუბრუნდება. შენ კიდევ დაინახავ, ვინ არიან აფრიკელი ჯადოქრები. "ბენფიკაში" უკვე არის მწვრთნელ ბელი გუტმანის წყევლა, რომლის შემდეგ გუნდი ყველა ევროტურნირის ფინალს აგებს, გვარდიოლა კი მასში ჩატენილი ფულის მიუხედავად, ყველა რეკორდს დაამხობს.

ძაღლს გვარდიოლას ვერ უწოდებ, რადგან ძაღლი კეთილი და კარგია, ადამიანის მეგობარია. გვარდიოლა თავისი ბუნებით ადამიანის მტერია. ფიფას პოზიცია მაკვირვებს - გვარდიოლა
პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, ფეხბურთი კი პოლიტიკის გარეშე უნდა იყოს. ჩემის აზრით, ამის გამო დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯოს. თუ სურს პოლიტიკაში წასვლა, წავიდეს კატალონიის პარლამენტში. "სიტიში" არაბი შეიხების ფულით შენგან გმირი არ უნდა წარმოსახო. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ადამიანის არარაობას და სულიერ პოპულიზმს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ, რა ბნელი ღამეა!
ფერნანდო
11:20 06-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული