ცხადაძე დღეს ჩაიბარებს "ორდაბასის", მის წინამორბედს კი სახელფასო დავალიანება არ დაუფარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე დღეს ყაზახეთის კლუბ "ორდაბასის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

ცხადაძის წინამორბედი გეორგი დერმენჯიევი კი ამბობს, რომ კლუბის პრეზიდენტმა პირობა არ შეასრულა და სახელფასო დავალიანებას არ უხდიან.

"ჩემმა ადვოკატმა წერილი გაუგზავნა კლუბს და აუწყა, როდის უნდა დაეფარათ ჩემთვის დავალიანება. ვადა გავიდა, რეაქცია ნულია. გუნდში დიდი გეგმებით მოვედი, მაგრამ შემდეგ დაიწყო ფინანსური პრობლემები და რაც მთავარია - არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ამიტომ ჩემმა ადვოკატმა კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა.

კლუბის პრეზიდენტი ბახტიარ ბაისეტოვი გუნდის გაძლიერებას მპირდებოდა,
მაგრამ ევროპა ლიგაზე ლიცენზიის არქონის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მითხრეს, რომ დააგვიანეს დავალიანებების დაფარვა და ლიცენზია ამიტომ ვერ მიიღეს.

ისეთი შემადგენლობაა გუნდში, შეუძლია რომელიმე სინჯის მედლების მოგება, მაგრამ ახლა რთული სიტუაციაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული