"მოჰამედ სალაჰი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეა! სწორედ ასეა! ამ ღამით მე პირადად მოვაწერე ხელი ბრძანებულებას დიადი ფეხბურთელისთვის მაღალი წოდების მინიჭების შესახებ.
ეგვიპტის ნაკრებისთვის გამართულ საზეიმო სადილზე მას ბრძანებულების ასლი გადავეცი. მან ეს დაიმსახურა!
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბი "ახმატი" და ეგვიპტის ნაკრები გროზნოში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.
რამზანმა მოჰამედს მაისურზე "საპატიო ზნაჩოკი" მიამაგრა.