სალაჰის მორიგი აღიარება - მას კადიროვმა ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა გასულ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია, ახლა კი თვით ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა დააფასა.

"მოჰამედ სალაჰი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეა! სწორედ ასეა! ამ ღამით მე პირადად მოვაწერე ხელი  ბრძანებულებას დიადი ფეხბურთელისთვის მაღალი წოდების მინიჭების შესახებ.

ეგვიპტის ნაკრებისთვის გამართულ საზეიმო სადილზე მას ბრძანებულების ასლი გადავეცი. მან ეს დაიმსახურა!

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბი "ახმატი" და ეგვიპტის ნაკრები გროზნოში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.

რამზანმა მოჰამედს მაისურზე "საპატიო ზნაჩოკი" მიამაგრა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბიჯო, ბიჯო, ბიჯოოო... რამხელა წოდებაა... აბა, აბაა....
სიმართლე
22 მაისი 2020 20:44
0
როგორ გამოიყენეს სალახი..პასუხი უნდა აგოს ეგვიპტის ნაკრების ხელმძღვანელებმა ფა ფიფამ! ეგვიპტის ნაკრებმა დიდი ფული აიღეს ალბათ..მათ ხომ უყვართ ფულები.. სალახი ინგლისში თამაშობს და საერთოდ არ ჭირდებოდა ასეთი პიარი.
anna
25 ივნისი 2018 12:46
0
რაჯანდაბად უნდოდა სალაჰს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობა
.
23 ივნისი 2018 10:29
0
ამ ფეხბურთელს რო ვუყურებ გული მერევა უკვე,ჯერ ერთი რა ფეხბურთელიცაა გამოჩნდა აგერ და მეორეც კადიროვის პრომოდ იქცა ფა ვერ ხვდება ან ხვდება და აწყობს რაა. ძაან დაბალი დონეა რაა.
simartle
23 ივნისი 2018 10:15
6
ჰა ჰა ჰაა ჩენეთის საპატიო მოქალაქეობაოო რა უჭირს აწი სალახს აშენნდა თუ ეს ტიტული მიიღო თუ ჭკვიანად იქნება სალახი არა გამორიცხული დაღესტანის საპატიო მოქალლაქეობასაც გამოჰკრას ხელი.. გაუმართა ბიჭსს.. სალახი რაც არი ამ ჩემპიონატზე დამტკიცდა მოკლედ იმდენი იმედები დაამყარეს ამ ფეხბურთელზე მეგონა სასწაულს ახდენსო მაგრამ რუსეთმა კუდ ამოძუებული ჩატოვა ჯგუფში თავის სალახიანად..
reali
23 ივნისი 2018 09:19
3
მაგარი აღიარებაა :-) კადიროვი კადაფზე უარესია
ვასო მენაბდე
23 ივნისი 2018 08:48
2
კადიროვი ნელ-ნელა ბრეჟნევს ემსგავსება! მოკლე ხანში საკუთარ მაისურზეც დაიწყებს "ბროშკა-ორდენების" მიმაგრებას და გინესის რეკორდების წიგნშიც შევა, როგორც ჩეჩნეთის გმირობის წოდების ერთადერთი ათასგზის მფლობელი!
Mazzola
23 ივნისი 2018 08:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული