სალაჰის მორიგი აღიარება - მას კადიროვმა ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა გასულ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია, ახლა კი თვით ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა დააფასა.

"მოჰამედ სალაჰი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეა! სწორედ ასეა! ამ ღამით მე პირადად მოვაწერე ხელი  ბრძანებულებას დიადი ფეხბურთელისთვის მაღალი წოდების მინიჭების შესახებ.

ეგვიპტის ნაკრებისთვის გამართულ საზეიმო სადილზე მას ბრძანებულების ასლი გადავეცი. მან ეს დაიმსახურა!

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბი "ახმატი" და ეგვიპტის ნაკრები გროზნოში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.

რამზანმა მოჰამედს მაისურზე "საპატიო ზნაჩოკი" მიამაგრა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაჯანდაბად უნდოდა სალაჰს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობა
0
კადიროვი ნელ-ნელა ბრეჟნევს ემსგავსება! მოკლე ხანში საკუთარ მაისურზეც დაიწყებს "ბროშკა-ორდენების" მიმაგრებას და გინესის რეკორდების წიგნშიც შევა, როგორც ჩეჩნეთის გმირობის წოდების ერთადერთი ათასგზის მფლობელი!
Mazzola
08:42 23-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული