"ჩელსი" - "ბარსელონას" და "რეალს": გინდათ აზარი? გადაიხადეთ 200 მილიონი

AutoSharing Option
"ჩელსიმ" "ბარსელონას" ბელგიელი ნახევარმცველის, ედენ აზარის მიყიდვაზე თანხმობა განუცხადა, ოღონდ...

Tribalfootball-ის ცნობით, "ბარსას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა და პასუხით დაიმედებული დარჩა.

ადრე იუწყებოდნენ, რომ ედენი მის მიმართ "ბარსელონას" დაინტერესებით აღფრთოვანებულია.

მოკლედ, "არისტოკრატები" ტრანსფერში 200 მილიონ ევროს ითხოვენ, კატალონიურ კლუბს კი ეს თანხა ეძვირება.

იგივე ეხება "რეალსაც" და "ჩელსი" მათთან მოლაპარაკებისთვისაც მზადაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას კვლავ ფლორენტინო პერესი მოიგებს, ისევე როგორც ისკოს, და თავის დროზე ლუკა მოდრიჩის შემთხვევაში. ზედ კიდევ აზარს დაიმატებს; დოყლაპია ბართპმეუს კი კვლავ ანდრე გომეში შერჩება ხელთ. ხომ გახსოვთ როგორ ტრაბახობდა, პერეს გომეშისთვის ბრძოლაში ვაჯობე-ო. ეტყობა ბარსა ლა ლიგიდან უნდა გავარდეს ეს კაცი, რომ გადააყენონ...
ბიკენტი
10:13 17-07-2018
0

სიახლეები პოპულარული