თბილისში რევანშისთვის ერთად მივემგზავრებით - "დუნაისკა სტრედა" ფანებს ეპატიჟება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქის, "დუნაისკა სტრედას" 53 წლის იტალიელი მწვრთნელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების თავკაცად დაინიშნება. ის შეიძლება გუნდს თბილისში არც ჩამოყვეს.

როსი სლოვაკურ გუნდს შარშან ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი 3 წელი "ჰონვედს" წვრთნიდა.

"დუნაისკა სტრედას" გერმანელ პეტერ ჰიბალას "დინამოსთან" ნამატჩევს ჩააბარებენ. მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ჰიბალა "ვოლფსბურგის", "არმინიას", "დორტმუნდის", "ზალცბურგის", "შტურმის", "ნაიმეგენის" და "ბაიერის" ახალგაზრდულ და პირველ გუნდებში მუშაობდა და მარიო გიოტცეს, ემრეს, ჰონგ მინ სონს
და ჯულიან ბრანდტს წვრთნიდა.

"დუნაისკა სტრედა" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება და ჩარტერულ რეისზე ბილეთების შეძენას სთავაზობს. ეტყობა, სახლში "დინამოსთან" ფრედ დასრულებული შეხვედრა წაგების ტოლფასად შეაფასეს და ქომაგებს მიმართეს - "თბილისში რევანშისთვის ერთად მივემგზავრებით".

altდინამო-დუნაისკა სტრედას მატჩის ბილეთების გაყიდვა 17 ივლისს დაიწყება

alt"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "დუნაისკა სტრედასთან" მატჩში

alt"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნაისკა სტრადას" კარში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე ძლიერი გუნდი შეხვდა ტორპედოს ეს სლოვაკური გუნდი კიდე ბევრად სუსტია შერიფზე.აგერ 19 წლის ბიჭი გაუშვეს იტალიურ ტორინოში.დინამოს კიდე ვუსურვებ გადაელახოს ეს ბარიერი.არის ამის შანსი.
zaza
17 ივლისი 2018 14:25
1
ტრანსფერმარკეტის შეფასებით ყველაზე მაღალფასიანი გუნდი შერიფია 12,5 მილიონი და შესაბამისად ყველაზე ძლიერიც მგონია."დუნაისკა სტრედას" საერთო ღირებულება კი 5 მილიონზე ცოტა მეტია.შესაბამისად შერიფზე 2 ჯერ სუსტია.მაგრამ ეს არაა მთავარი,მთავარია კონკრეტულ შემტხვევაში ვის როგორი თამაში გამოუვა.
mamulo
17 ივლისი 2018 12:47
1
მობრძანდით ბატონო სტუმარი ღვთისაა, მაგრამ უკან რასაც წაიღებთ მე კი ვიცი და თავადაც დარწმუნდებით
gio
17 ივლისი 2018 10:51
1
ნეტავ გავიდეთ, სისწრაფეში მაგათმა ვერ გვაჯობეს, ვერც გამძლეობასა და ფიზიკურ მომზადებაში, ერთადერთი უპირატესობა ეგ იყო ჩაწოდებები. წინაზეც ვთქვი საკმაოდ მაღალი გუნდი გვყავს, თუ ნერვიულობას დაძლევენ და უფრო ყურადღებით ითაშებენ ვეღარც ჩაწოდებებიდან შექმნიან რამე სახეიროს. ტექნიკა და კიტეიშვილი ჩვენ გვყავს. პ.ს. ქართული გუნდების მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ეს გუნდი მგონია
გენო
17 ივლისი 2018 09:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული