თბილისში რევანშისთვის ერთად მივემგზავრებით - "დუნაისკა სტრედა" ფანებს ეპატიჟება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქის, "დუნაისკა სტრედას" 53 წლის იტალიელი მწვრთნელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების თავკაცად დაინიშნება. ის შეიძლება გუნდს თბილისში არც ჩამოყვეს.

როსი სლოვაკურ გუნდს შარშან ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი 3 წელი "ჰონვედს" წვრთნიდა.

"დუნაისკა სტრედას" გერმანელ პეტერ ჰიბალას "დინამოსთან" ნამატჩევს ჩააბარებენ. მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ჰიბალა "ვოლფსბურგის", "არმინიას", "დორტმუნდის", "ზალცბურგის", "შტურმის", "ნაიმეგენის" და "ბაიერის" ახალგაზრდულ და პირველ გუნდებში მუშაობდა და მარიო გიოტცეს, ემრეს, ჰონგ მინ სონს
და ჯულიან ბრანდტს წვრთნიდა.

"დუნაისკა სტრედა" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება და ჩარტერულ რეისზე ბილეთების შეძენას სთავაზობს. ეტყობა, სახლში "დინამოსთან" ფრედ დასრულებული შეხვედრა წაგების ტოლფასად შეაფასეს და ქომაგებს მიმართეს - "თბილისში რევანშისთვის ერთად მივემგზავრებით".

altდინამო-დუნაისკა სტრედას მატჩის ბილეთების გაყიდვა 17 ივლისს დაიწყება

alt"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "დუნაისკა სტრედასთან" მატჩში

alt"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნაისკა სტრადას" კარში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტავ გავიდეთ, სისწრაფეში მაგათმა ვერ გვაჯობეს, ვერც გამძლეობასა და ფიზიკურ მომზადებაში, ერთადერთი უპირატესობა ეგ იყო ჩაწოდებები. წინაზეც ვთქვი საკმაოდ მაღალი გუნდი გვყავს, თუ ნერვიულობას დაძლევენ და უფრო ყურადღებით ითაშებენ ვეღარც ჩაწოდებებიდან შექმნიან რამე სახეიროს. ტექნიკა და კიტეიშვილი ჩვენ გვყავს. პ.ს. ქართული გუნდების მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ეს გუნდი მგონია
გენო
09:21 17-07-2018
0
მობრძანდით ბატონო სტუმარი ღვთისაა, მაგრამ უკან რასაც წაიღებთ მე კი ვიცი და თავადაც დარწმუნდებით
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული