ლუის მენოტი: მინდოდა, იარაღი ამეღო და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში ყველა დამეხოცა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ძალიან გაღიზიანებულია.

ფედერაციამ ესპანეთში, მარბელაში, საწვრთნელი ბაზა გახსნა და "ალბისელესტეც" მატჩებისთვის დიდწილად სწორედ იქ მოემზადება.

ინტერნეტში მენოტის WhatsApp-ში საუბარმა გაჟონა.

"არ შემიძლია ამის დაჯერება. როდესაც ეს გავიგე, მინდოდა, იარაღი ამეღო და ფედერაციაში ყველა დამეხოცა.

ეს სამარცხვინოა! ამის მერე ჯოჯოხეთში ან საცხოვრებლად ურუგვაიში უნდა წავიდე.

მათ უზარმაზარი თანხა დახარჯეს და სრულიად უგულებელყვეს არგენტინაში არსებული ინფრასტრუქტურა და ხალხი", - ამბობს მენოტი.

altლუის მენოტი: მესის სიდიადისთვის მსოფლიო თასის მოგება არ

სჭირდება

altლუის სესარ მენოტი: ყოველთვის მანცვიფრებდა ლეო მესის თამაშის უბრალოება

altერთი ინტერვიუს გამო: მენოტი ცოცხალია!

მკითხველის კომენტარები / 6 /
კითხვაზე,ფეხბურთის მომავალის შესახებ,მენოტიმ უპასუხა,მომალი ტოტალური ფეხბურთის არისო,ჟურნალისტმა კი მაგრამ რუსებიც ხომ ბევრს მოძრაობენ დარბიანო,მენოტის პასუხი იყო,რუსები იმდენს დარბიან,რომ ფეხბურთის სათამაშოდ დრო არ ჰყოფნითო,დღეგრძელობას ვუსურვებ ბატონ ლუისს.
გოჩა
20 ივლისი 2018 19:04
1
მართალია, მაგრამ მგონი ასე უფროა."იმდენს დარბიან ფეხბურთის სათამაშოდ დრო აღარ რჩებათო",...:)
saba
22 ივლისი 2018 15:46
0
რა მოხდა მერე, ზესტაფონს თუ აქვს თბილისში ბაზა, არგენტინას რო ქონდეს ესპანეთში, რა უჭირს? :დ
ქუთაისელი
20 ივლისი 2018 17:28
3
დღეგრძელი ბრძანდებოდეთ ბატონო ირაკლი, მენოტის რომ ახსენებენ, სულ ეგ ციტატა მახსენდება... აფსუს, რა დრო იყო...
კახელი პაპა
20 ივლისი 2018 15:40
0
1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელი თავდამსხმელები გაგიჟებული ბუღებივით პირდაპირ მიდიოდნენ მოწინააღმდეგის მცველებზე და როგორც წესი უკან იტოვებდნენ მათ,ხოლო ფინალის დამატებით დროში,ჰოლანდიელებთან, მათზე შთაგონება გადმოვიდა და არ იყო ძალა,რომელიც მათ გააჩერებდა.ეს დამატებული ნახევარი საათი მთელ მსოფლიო ჩემპიონატად ღირდა.მენოტი კი ყოველ თამაშზე,ორ კოლოფ სიგარეტს ათავებდა და საოცარია, ისევ ცოცხალი რომაა.ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.
სოსო
20 ივლისი 2018 15:14
1
ვაა მენოტი, რამდენი დრო გავიდა? 1981 იც ლეგენდარული მწვრთნელი ერქვა და თქვა ევროპის საუკეთესო გუნდი თბილისის დინამო მოიგებს თასების თასსო და კდევაც მოვიგეთ. რა დრო იყო ქართული ფეხბურთისთვის და ახლა რა ხდება...ვისთან აგებს თბილისის დინამო
irakli
20 ივლისი 2018 14:08
0

სიახლეები პოპულარული