უკრაინელი ჟურნალისტი წიტაიშვილს აკრიტიკებს: ძიუბას მეტი მისაბაძი ვერავინ ვერ ნახე? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინელმა ჟურნალისტმა კონსტანტინ ანდრიიუკმა ფეისბუქზე უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი გააკრიტიკა, რომელმაც ევროპის 19-წლამდელთა პირველობაზე ფრანგების კარში გატანილი გოლი არტიომ ძიუბას სტილში აღნიშნა.

"არც კი ვიცი, ამაზე რა ვთქვა. მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უკრაინელი წიტაიშვილისთვის საფეხბურთო ეტალონი ძიუბაა. არა ბელგიელი დე ბრიუნე, არა ხორვატი მოდრიჩი, არა ფრანგი მბაპე, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია და მსოფლიოს ჩემპიონი და ნაკრების ლიდერია. არა. მისთვის ძიუბა უფრო ახლობელი და ძვირფასია. თუ ეს წიტაიშვილის საფეხბურთო იდეალია, მაშინ მე მიჭირს მისი საფეხბურთო მომავლის პროგნოზირება".

ამასთან,
ზოგიერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ დაეთანხმა ანდრიიუკს. მათ დაწერეს, რომ ძიუბამდე მსგავს სტილში ადრე სხვა ფეხბურთელებმაც აღნიშნეს გოლის გატანა.

გიორგიმ ანდრიიუკს პასუხი ინსტაგრამიდან გასცა:"თავს არ ვიმართლებ იმის წინაშე, ვინც ვერ მიხვდა, გოლი ასე რატომ ვიზეიმე. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, დაწეროთ, რომ ცუდი ვარ. მე პირადად არ მესმის, რა გინდათ".

უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დამარცხა და ამ მატჩში გიორგიმ გოლის გატანის გარდა საგოლე გადაცემაც გააკეთა. დღეს უკრაინა ინგლისს ხვდება.


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე ვეთანხმები ჟურნალისტს, ძიუბა რა მისაბაძია? ფაქტია რომ ყველამ მისი აღნიშვნა დავიმახსოვრედ ამ ჟესტით. წიტაიშვილს მართლა არ უვაეგა ეტყობა საფეხბურთო გემოვნება და არ მენტალობა როგორც ჩანს, იქ უკრაინაშიც ვერ იგრძნო ვინ არიან რუსები და მამამაც ეტყობა არ გააცნობიერა რატომ დაიბადა ისორიულ სამშობლოს გარეთ.
Geo_Dinamo
21 ნოემბერი 2018 11:08
1
ნეტა მეტი სადარდებელი არ გვქონდეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს!!!!!
პაატა
21 ივლისი 2018 15:46
2
ვინც ვერ მიხვდაო....
მარცხენათი გააკეთა ნუ დაიპუტეთ
ერთი ადგილი
ვეტერანი
21 ივლისი 2018 14:00
1
ჟესტი ჟესტად, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინას წიტაიშვილის სახით, ძალიან კარგი ფეხბურთელი ყავს და ალბათ დიდი გუნდები მის ყიდვასაც არ დააყოვნებენ
არჩილ
21 ივლისი 2018 10:29
5
რა შუაშია აქ ურა პატრიოტიზმი? ესეთი ჟესტი ასოცირდება როგორც სამხედრო მისალმება ასევე სამხედრო ძლიერებას გამოხატავს.უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის ეს მიუღებელი უნდა იყოს, თუ რატომ ესეც უნდა აგიხსნას კაცმა? ამ ძიუბამაც ჩოგბურთელ მიხეილ იუჟნისგან გადაიღო ეს გულის ამრევი ჟესტი, იმ განსვავებით რომ ის ჩოგანს იფარებდა თავზე და ეს ხელს. ქართველს ეს როგორ შეიძლება ეს მოეწონოს?
დავით 67
21 ივლისი 2018 02:03
5
ყველაფერი მოდის არ ცოდნიდან.
სამხედრო სალამით ბევრი აღნიშნავს თავის წარმატებას, მაგრამ მხოლოდ რუსები აკეთებენ ამას ძიუბასავით.
ეს კი მოდის რუსული ფრაზიდან
"კ პუსტოი გოლოვე, რუკუ ნე პრიკლადივაიუტ" - პირდაპირი თარგმანი სასაცილოა და ზოგიერთს მართლა შეესაბამება, თუმცა სინამდვილეში მიუთითებს იმაზე რომ სამხედრო სალამისას თავზე ქუდი უნდა გეხუროსო. :)
ქართული, ამერიკული და ევროპული სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობას (ყველა ქვეყნის შესახებ არ ვიცი) სამხედრო სალამისათვის თავზე ქუდი არ ჭირდება.

სწორედ ამიტომ ასოცირდება ძიუბას და მისნაერების სალამი, მაინდამაინც რუსეთთან და არა სამხედრო სალამთან.

თუ ეს წიტაიშვილმა იცოდა და მაინც ეგ ჟესტი გამოიყენა კიდევ ერთ გარუსებულთან გვაქვს საქმე, თუ არ იცოდა ინფორმაცია მიაწოდეთ და ლანძღვას კი აზრი არა აქვს. სრულწლოვანია და თვითონ იფიქროს რა არის სწორი და რა არასწორი.
ოთარი
21 ივლისი 2018 10:58
2
მოიცა კაცო, ჩვენი ჯარისკაცები არ იყენებენ ამ ჟესტიკულაციას?
Lagashi
21 ივლისი 2018 08:58
5
უკრაინელები ნამეტანი ურა პატრიოტიზმს აწვებიან.ნაცნობი სიტუაციაა. წიტაიშვილს ურჩევნია საქართველოს ნაკრებში გაიტანკს გოლები და როგორც უნდა ისე აღნიშნოს გოლები. ისე საფრანგეთის უ19 ნაკრებიც აფრიკის მესვეურებითაა გაძეძგილი. ერთი ფრანგი მაინც ყოლოდათ 11 კაცში.
მაკრონი
20 ივლისი 2018 19:05
14
აი სადაც ურჩევნია, ზუსტად იქ გააქვს. და როგორც უნდა ისე აღნიშნავს გოლს, რომელიც გააქვს. და საფრანგეთს სადაური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელებიც უნდა, ისინი ყავს და მსოფლიო ჩემპიონია ერი
მიჩინიო
21 ივლისი 2018 08:44
11
ურაპატრიოტები კიარა თავმოყვარე ხალხია გრუზინებისგან განსხვავებით
Niko
20 ივლისი 2018 21:16
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული