18:37 20-07-2018
უკრაინელი ჟურნალისტი წიტაიშვილს აკრიტიკებს: ძიუბას მეტი მისაბაძი ვერავინ ვერ ნახე? [VIDEO]
AutoSharing Option
"არც კი ვიცი, ამაზე რა ვთქვა. მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უკრაინელი წიტაიშვილისთვის საფეხბურთო ეტალონი ძიუბაა. არა ბელგიელი დე ბრიუნე, არა ხორვატი მოდრიჩი, არა ფრანგი მბაპე, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია და მსოფლიოს ჩემპიონი და ნაკრების ლიდერია. არა. მისთვის ძიუბა უფრო ახლობელი და ძვირფასია. თუ ეს წიტაიშვილის საფეხბურთო იდეალია, მაშინ მე მიჭირს მისი საფეხბურთო მომავლის პროგნოზირება".
ამასთან, ზოგიერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ დაეთანხმა ანდრიიუკს. მათ დაწერეს, რომ ძიუბამდე მსგავს სტილში ადრე სხვა ფეხბურთელებმაც აღნიშნეს გოლის გატანა.
გიორგიმ ანდრიიუკს პასუხი ინსტაგრამიდან გასცა:"თავს არ ვიმართლებ იმის წინაშე, ვინც ვერ მიხვდა, გოლი ასე რატომ ვიზეიმე. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, დაწეროთ, რომ ცუდი ვარ. მე პირადად არ მესმის, რა გინდათ".
უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დამარცხა და ამ მატჩში გიორგიმ გოლის გატანის გარდა საგოლე გადაცემაც გააკეთა. დღეს უკრაინა ინგლისს ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უკრაინელები ნამეტანი ურა პატრიოტიზმს აწვებიან.ნაცნობი სიტუაციაა. წიტაიშვილს ურჩევნია საქართველოს ნაკრებში გაიტანკს გოლები და როგორც უნდა ისე აღნიშნოს გოლები. ისე საფრანგეთის უ19 ნაკრებიც აფრიკის მესვეურებითაა გაძეძგილი. ერთი ფრანგი მაინც ყოლოდათ 11 კაცში.
27
14
რა შუაშია აქ ურა პატრიოტიზმი? ესეთი ჟესტი ასოცირდება როგორც სამხედრო მისალმება ასევე სამხედრო ძლიერებას გამოხატავს.უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის ეს მიუღებელი უნდა იყოს, თუ რატომ ესეც უნდა აგიხსნას კაცმა? ამ ძიუბამაც ჩოგბურთელ მიხეილ იუჟნისგან გადაიღო ეს გულის ამრევი ჟესტი, იმ განსვავებით რომ ის ჩოგანს იფარებდა თავზე და ეს ხელს. ქართველს ეს როგორ შეიძლება ეს მოეწონოს?
27
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული