თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მინსკის "დინამომ" სტუმრად 3:1 იმ "დუნაისკა სტრედას" სძლია, რომელმაც ამ ტურნირის პირველი რაუნდიდან თბილისის "დინამო" გამოაგდო.

ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ბეგუნოვმა გახსნა, 39-ე წუთზე კი სლოვაკმა მცველმა სიმჩაკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მასპინძლებმა მიუხედავად ამისა პირველი ტაიმის დასასრულს მოახერხეს პენალტით ანგარიშის გათანაბრება.

შეცვლაზე შესულმა მინსკელთა ნახევარმცველმა მაკასმა 77-ე წუთზე კვლავ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო 90+4-ე წუთზე ბელარუსთა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლიჩმა მესამედ დაამწუხრა მეკარე მაცეი და ფაქტიურად, საპასუხო
შეხვედრა ფიქციად აქცია.

რაც შეეხება "დუნაისკას" კოტ დ'იუვარელ ფორვარდს ბაიოს, რომელმაც თბილისის "დინამოს" დაცვა დააწიოკა, მინსკელებმა გოლი არ გაატანინეს.

უკვე გაუწყეთ, რომ ბელარუსულ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი  ჩაირიცხა, ის ამ მატჩის განაცხადში არ იყო, მაგრამ არაა გამორიცხული, განმეორებით შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

altგიორგი ნავალოვსკი მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თბილისის დინამოს ეს რეგრესი მთლიანად მისი ვაჭრუკანა მფლობელის დამსახურებაა !!! როგორ შეიძლება კაცს გული არ მოგიკვდეს??? ამის მერე გამოდის და რაღაც უაზრობებზე მსჯელობს !!!
: )))))))
06:34 27-07-2018
0
დინამო და ფიფია ჩაახედეს სარკეში, დაანახეს რეალური მდგომარეობა. მაგრამ ფიფიასთვის ფეხბურთი ეტყობა მხოლოდ ბიზნესია და არა ფეხბურთის და გულშემატკივრის სიყვარული. აიყვანს ეს კაცი მორჩილ- ნარციზმით დაავადებულ მწვრთნელს და მიყვება ფულის კეთების ჩვეულ მეთოდს. ბოლოს გამოვა და დაგვაბოლებს მერკანტელიზმშეპარული პატრიოტიზმით, ესაა ამ ადამიანის მარტივი ფილოსოფია.
დავუკრათ ტაში თუ მოვთხოვოთ პასუხი?
ლუკა
08:50 27-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული