თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მინსკის "დინამომ" სტუმრად 3:1 იმ "დუნაისკა სტრედას" სძლია, რომელმაც ამ ტურნირის პირველი რაუნდიდან თბილისის "დინამო" გამოაგდო.

ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ბეგუნოვმა გახსნა, 39-ე წუთზე კი სლოვაკმა მცველმა სიმჩაკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მასპინძლებმა მიუხედავად ამისა პირველი ტაიმის დასასრულს მოახერხეს პენალტით ანგარიშის გათანაბრება.

შეცვლაზე შესულმა მინსკელთა ნახევარმცველმა მაკასმა 77-ე წუთზე კვლავ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო 90+4-ე წუთზე ბელარუსთა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლიჩმა მესამედ დაამწუხრა მეკარე მაცეი და ფაქტიურად, საპასუხო
შეხვედრა ფიქციად აქცია.

რაც შეეხება "დუნაისკას" კოტ დ'იუვარელ ფორვარდს ბაიოს, რომელმაც თბილისის "დინამოს" დაცვა დააწიოკა, მინსკელებმა გოლი არ გაატანინეს.

უკვე გაუწყეთ, რომ ბელარუსულ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი  ჩაირიცხა, ის ამ მატჩის განაცხადში არ იყო, მაგრამ არაა გამორიცხული, განმეორებით შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

altგიორგი ნავალოვსკი მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თბილისის დინამოს ეს რეგრესი მთლიანად მისი ვაჭრუკანა მფლობელის დამსახურებაა !!! როგორ შეიძლება კაცს გული არ მოგიკვდეს??? ამის მერე გამოდის და რაღაც უაზრობებზე მსჯელობს !!!
: )))))))
27 ივლისი 2018 06:34
0
დინამო და ფიფია ჩაახედეს სარკეში, დაანახეს რეალური მდგომარეობა. მაგრამ ფიფიასთვის ფეხბურთი ეტყობა მხოლოდ ბიზნესია და არა ფეხბურთის და გულშემატკივრის სიყვარული. აიყვანს ეს კაცი მორჩილ- ნარციზმით დაავადებულ მწვრთნელს და მიყვება ფულის კეთების ჩვეულ მეთოდს. ბოლოს გამოვა და დაგვაბოლებს მერკანტელიზმშეპარული პატრიოტიზმით, ესაა ამ ადამიანის მარტივი ფილოსოფია.
დავუკრათ ტაში თუ მოვთხოვოთ პასუხი?
ლუკა
27 ივლისი 2018 08:50
1
მოვთხოვოთ პასუხი
dinamo
27 ივლისი 2018 10:53
0
დუნაისკი სრედასთან კაჭარავამ წააგო და არა გუნდმა, მეორე ტაიმში გაიყვანა ზივზივაძე და აირჩია დავცითი ტაქტიკა, ვერ გაითვალისწინა რომ მოწინააღმდეგე გუნდი ითამაშებდა ფლანგური შეტევებით და ჩაწოდებებით საჯარიმოში ტანმაღალ ფეხბურთელზე რომელმაც ორი გოლი გაიტანა იმ დღეს, დაცვითი ტაქტიკა კი არა პირველ ტაიმში რომ ითამაშეს ზუსტად აი ის ტაქტიკა და ფეხბურთი უნდა ეთამაშათ, ასე რომ ფიფია აქ რა შუაშია ვერ გავიგე! თუ მწვრთნელი ნორმალურ მომგებიან ტაქტიკას ვერ ათამაშებს გუნდს, მწვრთნელი უნდა შეიცვალოს დინამოში.
ხვიჩა
27 ივლისი 2018 10:14
1
კაცი დაცვასაც ეხმარებოდა და ორივე თამაშში გოლი შეაგდო,გაიყვანა კარგი მაგრამ მცველი ან ნახევარმცველი შემოეყვანა..ნამდვილად კაჭომ წააგო ის თამაში!!!
gio
27 ივლისი 2018 12:33
0
ხალხო გუგლში მოძებნეთ ფიფია რუსეთში რომელ გუნდებს ფლობდა და ნახეთ ეს გუნდები რომელ ადგილებზე იყვნენ,მაგისთვის მთავარია ფული აიღოს ფეხბურთელში,ფეხბურთელის გასაყიდად კი ისეთ კლუბი დაითრია რომელსაც კარგი ისტორია აქვს... რამეს,რომ ყიდულობთ ლამაზათ გახვეულს ხომ უპირატესობას ანიჭებთ ვიდრე ჭუჭყიან ქაღალდში?
ზურა
27 ივლისი 2018 12:11
0
მაგ გუნდს ჩიხურაც მოუგებდა, ფიფიას დაპირებების არ მჯერა
ალეკო
27 ივლისი 2018 10:30
0
თბილისის "დინამოს" როგორი მწვრთნელიც ყავს ისეთ შედეგს იღებს. მინსკის "დინამოს" რომ შეხვედროდნენ არც მინდა ვიფიქრო როგორი შედეგით დამთავრდებოდა თამაში. ერთი კვალიფიციური მწვრთნელის ჩამოყვანა რა გახდა რომ გულშემატკივარი გაახარონ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
27 ივლისი 2018 13:02
0
რა "დუნაისკა სტრედა" და ბაიო...ხო გამოჩნდა რო სოფლის გუნდმა მოგვიგო...ოდნავ მოწესრიგებული სტადიონი, სავსე ტრიბუნები და ნორმალური ფანკლუბი აი ამ გუნდის პლიუსი რაც ისედაც ყველა პროფესიონალურ გუნდს უნდა ქონდეს...გუშინ რომან ფიფიამ ახალი ინტერვიუ და "დაპირებები" მისცა გულშემატკივარს რაც ყოველ წელს ხდება...ამჯერად "აფრიკული" იმედებით...ფაქტია რომ დინამოში საქმე სწორად არ მიდის აუცილებელია 3 მინიმუმ მაღალი კვალიფიციური პროფესიონალი ფეხბურთელის დამატება რომ ამ ბავშვებთან ერთად რაღაცას გავდეს გუნდი...თბილისის დინამოს საქართველოში სხვებთან შედარებით ისეთი პირობები აქვს, ჩემპიონი უნდა ხდებოდეს წაუგებლად და 20 ქულიანი ჰანდიკაპით...ეს იქნებოდა ლოგიკური დღევანდელ საქართველოს ჩემპიონატის რეალობასთან და მაგ შემთხვევაში ვიფიქრებდით რომ სწორად მიდის ამ კლუბში საქმე და ევროტურნირებზეც რაღაც წარმატებებს მივაღწევდით...რომან ფიფიას კიდე არ უნდა საქართველოს ჩემპიონატისთვის ძალიან გუნდის გაძლიერება, ურჩევნია ჩვენი ჩემპიონატის სხვა გუნდების დონის გუნდი ყავდეს და ძლივს რო იგებს დინამო თამაშებს გვგონია რომ დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს...
ოთო
27 ივლისი 2018 10:46
0
მე ის გამკვირვებია ყოველივე ამის მერე დინამოს ფანები რომ გამოდიან ბარაბნებით და საყვირებით და ხრიალებენ მთელი საათ ნახევარი აზრი მრჩება რომ ეს ხალხი უსაქმურია.
სოსო
27 ივლისი 2018 12:58
3
ფიფიას სტრატეგია არის ანალოგი შევარდნაძისა,სააკაშვილისა და ივანიშვილისა!!! დაპირება,ტყუილი და რა თქმა უნდა იმედი!!!
ზურა
27 ივლისი 2018 12:53
0
კარგად გამოჩნდა დღეს სად გდია ქართული სრულიად საფეხბურთო სამყარო და რამდენი ასეული წელი გვჭირდება (ისიც დღესვე თუ დავიწყებთ მუშაობას) უსუსტესი (აი ისეთი არასოდეს არსად რომ გასულან და ვერც ვერასოდეს რო გავლენ) ევროპული გუნდების მარაქაში. რამდენი ასეული წლის დაუღალავი შრომა გვჭირდება უბრალოდ სწორი სირბილი და კარში დარტყმა რომ ვისწავლოთ (გოლის გატანა და თამაშის მოგებაზე ლაპარაკი ჯერ ზედმეტია). დღეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა ტვინი დაახლოებით ევროპული საფეხბურთო სკოლის 10-11 წლის ფეხბურთელის ტვინის ტოლფასია. გამოდის ფიფია და იძახის ვინ შეინახავს ჩემს გარდა დინამოსო? კითხვა ასე ისმის ვინ შეინახავს ასეთ დინამოს ფეხბურთელები ახლიდან არიან გასაზრდელები და რომელსაც არასოდეს არაფრის შანსი არ ექნება. და გვინდა კი ასეთი გუნდების შენახვა?
dadu
27 ივლისი 2018 10:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული