მან ჩემი მანქანები დაამტვრია და ფული მომპარა! - დიეგო მარადონა მორიგ ინციდენტში გაეხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მორიგ ინციდენტში გაეხვა.

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრად მისი დისშვილი ვალტერ კრისტიან მაჩუჩა იყო მიწვეული, რომელმაც დიეგოს მხდალი უწოდა.

როგორც ჩანს, მარადონა ამ გადაცემას უყურებდა და მან ტელევიზიაში სასწრაფოდ დარეკა და კომენტარის გაკეთება მოითხოვა.

"მე თქვენი ეთერით მხოლოდ ერთადერთ მხდალ ადამიანს ვხედავ და ეს ჩემი დისშვილია.

მხოლოდ მეცინება იმაზე, თუ რა სისულელეებს ლაპარაკობს ის თქვენი ეთერით.

ის არის ადამიანი, რომელიც არც დედამისს და არც მე დიდი ხანია აღარ გვინახავს.

მან ჩემი მანქანები დაამტვრია და ფულიც კი
მომპარა. ჩემი დისშვილი მსოფლიოში ყველაზე მხდალი ადამიანია", - აღნიშნა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ მარადონასთვის ინციდენტში გახვევა უცხო არ არის.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს ის უცნაურად იქცეოდა, რაზეც გაჩნდა ვარაუდი, რომ დიეგოს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული.

რამდენიმე დღის წინ არგენტინის ტელევიზიამ მარადონა მთვრალი გამოიჭირა, რომელიც ძლივს საუბრობდა.

altდიეგო მარადონა კვლავ სკანდალშია - არგენტინელი ან მთვრალი იყო, ან ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული [VIDEO]

altდიეგო მარადონა მინსკში 20-მილიონიან სახლში იცხოვრებს

altპირადი თვითმფრინავი, დიდი მანქანა - მარადონას ახალ კლუბში დახვდნენ [VIDEO]

altმარადონას სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

altდიეგო მარადონამ ახსნა, რა სჭირდა სინამდვილეში გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული