"ლივერპულმა" "მანჩესტერი" 101 254 მაყურებლის თვალწინ გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე "ლივერპულმა" "მანჩესტერი" 4:1 დაამარცხა.

ეს ამბავი წუხელ მიჩიგანში მოხდა, "ენ არბორის" სტადიონზე, სადაც მატჩს 101 254 მაყურებელი დაესწრო და ლამაზი თამაშიც იხილა, უხვგოლიანი. გოლები კი მართლაც ლამაზი გავიდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პერეირას საჯარიმოდან გატანალი ბურთი და რა თქმა უნდა, შაქირის "მაკრატელა". ეს ახალ გუნდში მისი პირველი გოლია.

მართალია, შეხვედრა ოფიციალური არ იყო, მწვრთნელებმა არაოპტიმალური შემადგენლობები დააყენეს და "წითლებმა" მეორე ტაიმში მთელი გუნდი შეცვალეს, ხოლო "მანიუმ" 6 ფეხბურთელი, მაგრამ ამბიციური ჟოზე მოურინიოსთვის ალბათ, ასეთი ანგარიშით წაგება მთლად სასიამოვნო არ
გახლდათ.

მანჩესტერი - ლივეპული 1:4
გოლები: 0:1 მანე (28, პენ), 1:1 პერეირა (31), 1:2 სტარიჯი (66), 1:3 ოჯო (74, პენ), 1:4 შაქირი (82)

მანჩესტერი: გრანტი (კაშტრუ 46), ბაიი, ტუანზებე (უილიამსი 81), დარმიანი, მატა (ფრედი 71), მიტჩელი (ჩონგი 71), პერეირა, მაკტომინი, სანჩესი (გომესი 81), ერერა (ბოუი 81), ფოსუ-მენსა

ლივერპული: გრაბარა (კელეჰერი 46), ვან დეიკი (გომესი 65), კლავანი (ფილიპსი 46), მორენო (ჯონსი 65), ლალანა (ვუდბერნი 46), რაფაელ კამაშუ (გრუიიჩი 65), მილნერი (ჩირველია 65), ფაბინიო (რობერტსონი 65), მანე (ოჯო 46), სალაჰი (შაქირი 46), სოლანკე (სტარიჯი 65)

შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას იურგენ კლოპის გუნდი ერთობ გაძლიერდა და სამიოდ დღის წინ "მანჩესტერ სიტისაც" სძლია (2:1).

altიურგენ კლოპმა "ლივერპულის" ფანებთან ერთად ბარში ლუდი დალია და იმღერა [VIDEO]

altჟოზე მოურინიო: "ლივერპულმა" ტრანსფერებზე დიდი ფული დახარჯა და ახლა დიდ გამარჯვებებს მოსთხოვენ

alt"ლივერპულმა" აშშ-ში "მანჩესტერ სიტის" 2:1 სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
და ზოგზოგიერთები კიდე იძახიან ამერიკაში ფეხბურთი პოპულარული არ არისო...მლს საშუალო დასწრება აქვს 18-20ათასი მაყურებელი.სამხრეთში ხომ თითქმის ყველა თამაშზე ანშლაგია.თან შიგნით სტადიონზე დაწყებული ნაყინის დამთავრებული უბრალო წყლით ფასები არის ძალიან ძვირი.
კახა ქირია
17:01 29-07-2018
1
მოურინიო წაგებას მინდვრის საფარს, მსაჯს, ან ტემპერატურას დააბრალებდა; აბა მისი ბრალით ხომ არ წააგებდნენ
მერაბ გ.
10:57 29-07-2018
2

სიახლეები პოპულარული