ეს ამბავი წუხელ მიჩიგანში მოხდა, "ენ არბორის" სტადიონზე, სადაც მატჩს 101 254 მაყურებელი დაესწრო და ლამაზი თამაშიც იხილა, უხვგოლიანი. გოლები კი მართლაც ლამაზი გავიდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პერეირას საჯარიმოდან გატანალი ბურთი და რა თქმა უნდა, შაქირის "მაკრატელა". ეს ახალ გუნდში მისი პირველი გოლია.
მართალია, შეხვედრა ოფიციალური არ იყო, მწვრთნელებმა არაოპტიმალური შემადგენლობები დააყენეს და "წითლებმა" მეორე ტაიმში მთელი გუნდი შეცვალეს, ხოლო "მანიუმ" 6 ფეხბურთელი, მაგრამ ამბიციური ჟოზე მოურინიოსთვის ალბათ, ასეთი ანგარიშით წაგება მთლად სასიამოვნო არ გახლდათ.
მანჩესტერი - ლივეპული 1:4
გოლები: 0:1 მანე (28, პენ), 1:1 პერეირა (31), 1:2 სტარიჯი (66), 1:3 ოჯო (74, პენ), 1:4 შაქირი (82)
მანჩესტერი: გრანტი (კაშტრუ 46), ბაიი, ტუანზებე (უილიამსი 81), დარმიანი, მატა (ფრედი 71), მიტჩელი (ჩონგი 71), პერეირა, მაკტომინი, სანჩესი (გომესი 81), ერერა (ბოუი 81), ფოსუ-მენსა
ლივერპული: გრაბარა (კელეჰერი 46), ვან დეიკი (გომესი 65), კლავანი (ფილიპსი 46), მორენო (ჯონსი 65), ლალანა (ვუდბერნი 46), რაფაელ კამაშუ (გრუიიჩი 65), მილნერი (ჩირველია 65), ფაბინიო (რობერტსონი 65), მანე (ოჯო 46), სალაჰი (შაქირი 46), სოლანკე (სტარიჯი 65)
შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას იურგენ კლოპის გუნდი ერთობ გაძლიერდა და სამიოდ დღის წინ "მანჩესტერ სიტისაც" სძლია (2:1).
იურგენ კლოპმა "ლივერპულის" ფანებთან ერთად ბარში ლუდი დალია და იმღერა [VIDEO]
ჟოზე მოურინიო: "ლივერპულმა" ტრანსფერებზე დიდი ფული დახარჯა და ახლა დიდ გამარჯვებებს მოსთხოვენ