პუტინის მიერ რუსეთის ნაკრების დაჯილდოებამ გაღიზიანება გამოიწვია - ქვეყანა, სადაც საზიზღრობა ნორმაა

AutoSharing Option
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის გამო ფეხბურთელთა ნაკრები კრემლში მიიწვია. ფეხბურთელებს სპორტის დამსახურებული ოსტატების წოდება მოანიჭეს, ხოლო მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი ალექსანდრე ნეველი ორდენით დააჯილდოვეს. ამან სხვა სახეობების რუსი სპორტსმენების უკმაყოფილება გამოიწვია.

ალეკსანდრ ტიხონოვი (ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი ბიატლონში):"ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი საზიზღრობა ნორმალურად აღიქმება. ჩვენს თაობაში, როდესაც ერთხელ ხდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებას არ განიჭებდნენ. ფეხბურთში 32 წელია უზარმაზარ ფულს ვხარჯავთ, მათ შორის 90%-ს ბიუჯეტიდან და შედეგი არაა.

ხელისუფლების მხრიდან ეს წმინდა წყლის პიარია.

გეთანხმებით, წარმატებულად
იასპარეზეს. ეს რუსეთის ნაკრების მაქსიმუმია. მე ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ რუსული არა, განსაკუთრებით ვინც მას მართავს და მასში დაკავებულია - ეს ფულის სულელურად ხარჯვაა. ქვეყანაში უწესრიგობაა, მხოლოდ პიარია".

ალეკსეი სპირიდონოვი
(ფრენბურთელი):"ევროპა მოვიგე, ორჯერ მსოფლიოს ლიგა და სად არის ჩემი სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება? ამათმა კი არაბები დაამარცხეს და სამკერდე ნიშნები მიამაგრეს. რომელიმე სინჯის მედალი რომ მოეგოთ, კითხვები არ იქნებოდა".

ეკატერინა გამოვა (ფრენბურთელი):"რაღაც უცნაური დამოკიდებულებაა ჩვენთან სპორტსმენების მიღწევებისათვის. ზოგი სპორტის დამსახურებული ოსტატი რომ გახდეს, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოიგოს ან ოლიმპიადის პრიზიორი გახდეს, ესენი კი მხოლოდ 1/4 ფინალში გავიდნენ! ყველაფერი გააუფასურეს".

ევგენი კაფელნიკოვი (ყოფილი ჩოგბურთელი):"ჩვენი პრეზიდენტი, რასაც უნდა იმას აკეთებს. ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, მაგრამ არ მაქვს ორდენი. ეს მაკვირვებს. აი, ასეთი პრეზიდენტი აირჩიეს და ვიმკით კიდეც შედეგს".

altდასავლეთში ვან ბასტენისა და მათეუსის პუტინთან სტუმრობით აღშფოთებულნი არიან - ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ

altალექსანდრ ბუბნოვი: არტიომ ძიუბა პრემიერლიგაში? მასეთი ძიუბები იქ საფანტივით ყრია

altიური გავრილოვი: მსოფლიოს ჩემპიონატი სუსტი იყო, რუსეთის ნაკრებს არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესპანეთს რომ ამოარტყავ, ესე იგი ჯილდოს ღირსებიც ყოფილან.
ლევანი
10:53 30-07-2018
17
არა მარტო ჩვენ,თვითონ რუსებსაც ერევათ გული პუტინის მმართველობაზე,მიტომ კარგია დემოკრატია,ხალხს გულზე რომ მოადგები წადი რა.
zas.
10:28 30-07-2018
4

სიახლეები პოპულარული