არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებს დროებითი მწვრთნელები დაუნიშნა

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ დროებითი მთავარი მწვრთნელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ნაკრებს მომავალ მატჩებში გაუძღვებიან.

ფედერაციამ ხორხე სამპაოლის შემცვლელად, რომელიც მუნდიალის შემდეგ გაათავისუფლეს, ლიონელ სკალონი და პაბლო აიმარი დაასახელა.

ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა.

"უახლოეს სამ ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრებს სკალონი და აიმარი გაწვრთნიან. სანამ საბოლოო არჩევანს გავაკეთებთ, პაუზის აღება გადავწყვიტეთ", - ამბობს ტაპია ESPN-თან საუბარში.

სკალონი სამპაოლის სამწვრთნელო შტაბში მუნდიალის დროსაც მუშაობდა, ხოლო არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პაბლო აიმარი ადრე 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად მუშაობ
და.

altლუის მენოტი: მინდოდა, იარაღი ამეღო და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში ყველა დამეხოცა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული