ისეთი ხმები იყო, მთელი ღამე არ დამაძინეს - 12 წლის შემდეგ დადასტურდა, რომ დიეგო მარადონას მაურო იკარდის ცოლთან სექსუალური ურთიერთბა ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
12 წლიანი ეჭვი დადასტურებულია - დიეგო მარადონას მილანის "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდის მეუღლესა და ამავდროულად აგენტ ვანდა ნარასთან, სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

ამის შესახებ ერთ-ერთ არგენტინულ სატელევიზიო გადაცემაში მსახიობმა მირთა ლეგრანდმა განაცხადა.

"მარ დე პლატაში ვსადილობდი, რა დროსაც ვანდა ნარა მომიახლოვდა. მან მკითხა თუ რატომ მივიწვიე ის ჩემს შოუში.

"შენ ის არ ხარ, დიეგო მარადონას, რომ ხვდები და გუშინ მთელი ღამე არ დამაძინეთ?!", - ვუთხარი მე.

მართლაც ასე იყო. სასტუმროში ნომერი მათ გვერდზე მქონდა და მთელი ღამის განმავლობაში ისეთი ხმები გამოდიოდა,
რომ ვერ ვიძინებდი", - აღნიშნა მირთა ლეგრანდმა.


არგენტინაში ხმები მარადონასა და ნარას ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს გავრცელდა, თუმცა მაშინ ვანდა ყველაფერს უარყოფდა.

დღეს ნარა იკარდის აგენტია და საფეხბურთო კლუბებთანაც მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს...


altკაცია ეხლა ეს? - იკარდიმ თავისი მეუღლის შიშველი სურათი გამოაქვეყნა

altქორწილია, ქორწილი - დიეგო მარადონა ქალს ირთავს

altმან ჩემი მანქანები დაამტვრია და ფული მომპარა! - დიეგო მარადონა მორიგ ინციდენტში გაეხვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული