ტიბო კურტუა: ფანტასტიკა იქნება, თუ აზარიც "რეალში" გადმოვა

AutoSharing Option
"რეალის" ახალწვეული მეკარე ტიბო კურტუა ამბობს, რომ ძალიან გაუხარდება თუ "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარიც მის გუნდში გადავა.

"თუ აზარიც "რეალში" გადმოვა, ეს ფანტასტიკა იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დიახ, მინდა ედენთან ერთად ერთ გუნდში ვითამაშო. ვნახოთ, რა მოხდება.

დღეს მე ბავშვობის ოცნება ავიხდინე. არაერთი კლუბი მიწვევდა, ზოგიერთი უფრო მეტ ფულსაც მთავაზობდა, მაგრამ ბლანკოსი ავირჩიე. ამაზე არც მიფიქრია. ბავშვობაში ჩემი კერპი იკერ კასილიასი იყო.

მე აქ ძირითად შემადგენლობაში ადგილს არ დამპირებიან. ასეთივე სიტუაცია იყო, როდესაც "ჩელსიში" გადავბარგდი და იქ
პეტერ ჩეხი დამხვდა".

altკეილორ ნავასის პირველი კომენტარი "რეალში" ტიბო კურტუას გადასვლის შემდეგ

altტიბო კურტუა "ჩელსის" ფანებს: იმედია, გესმით ჩემი

alt10 ფაქტი, რომელიც "რეალის" ახალი მეკარის, ტიბო კურტუას შესახებ უნდა იცოდე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული