ხუან მატა შეიძლება "ვალენსიაში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "მანჩესტერის" ნახევარმცველი ხუან მატა შეიძლება "ვალენსიაში" დაბრუნდეს.

AS-ის ცნობით, კლუბები მატას ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

"ღამურები" მზად არიან მატას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.

თავად მატასაც სურს "ვალენსიაში" გადასვლა, პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ "იუნაიტედმა" ამ დღეებში მისი შემცვლელის დამატება უნდა მოასწროს.

ხუანმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ინგლისში გადაბარგებამდე ის 2007-2011 წლებში თამაშობდა "ვალენსიაში".

altხუან მატა კოლუმბიის ჯუნგლებშია

altდონალს ტრამპთან შეხვედრამდე ხუან მატა ბილ გეიტსს მაგიდის ფეხბურთი ეთამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული