ფიფა-ს ახალი რეიტინგი: ცვლილებები ლიდერთა სიაში და საქართველო

AutoSharing Option
16 აგვისტოს ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრებს 352 ქულა აქვს და 96-ე პოზიციაზე იმყოფება. ივლისში ფიფა-ს რეიტინგი არ გამოუქვეყნებია, რადგან დათვლის სისტემა შეცვალა. ხოლო ივნისთან შედარებით, საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია.

საქართველოს ნაკრებს ივლისსა და აგვისტში მატჩები არ ჩაუტარებია. შესაბამისად, მას ცვლილებები არ შეხებია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს ერთა ლიგაზე, ყაზახეთი ერთი ადგილით დაწინაურდა და ახლა 116-ე პოზიციაზეა, ლატვია 129-ეზე, ხოლო ანდორა 130-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩს "ჯვაროსნები" 6 სექტემბერს, სტუმრად ყაზახეთთან გამართავენ.

Sportall.Geრაც შეეხება საუკეთესო
ათეულს, აქ ცვლილება ბევრია.

მსოფლიოს 2018 წლის შემდეგ რეიტინგში ლიდერიც შეიცვალა და ათეულის პოზიციებიც.

მუნდიალის მოგების შემდეგ საფრანგეთის ნაკრები 6 პოზიციით დაწინაურდა და პირველობას არავის უთმობს. მეორე ადგილზე ბელგიაა, რომელმაც ერთი ადგილით წაიწია წინ.

ბრაზილია ერთი პოზიცით დაქვეითდა და მესამეა, ხოლო ხორვატიის ნაკრები, რომელმაც ტურნირის ფინალში ითამაშა, 16 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-4 ადგილზეა.

ხუთეულს კი ურუგვაი კრავს, რომელმაც 9 ადგილით გააუმჯობესა პოზიცია.

6 ადგილით წაიწია ინგლისმა და მეექვსე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებმა პირველი ადგილიდან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.

იტალია კი ოცეულიდან გავარდა და ამჟამად 21-ე ადგილზეა.




მკითხველის კომენტარები / 2 /
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია.
საუკეთესო კი ფიფა-ა, იმიტომ რომ
ცრუ რეიტინგებით კვებავს სამყაროს.
ამ რეიტინგებმა, რომ მოკლა ჩვენი
ფუტბოლი,ამას ვერავინ ხვდება.
დამთავრდება გამოყოფილი ფული
და რა გვრჩება?
მეგონა პრესაში იყო ძალა,რომელსაც
რაღაც გაეგებოდა. ის კი ფიფა-ს
ირგვლივ არსებული ჭორი თუ მართალით იკვებება და იმის იქით რა ხდება არ აინტერესებს.

ვეტერანი
16:16 16-08-2018
0
როგორც იქნა მიხვდნენ რომ საფრანგეთი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია . საფრანგეთი დიდი ხანია საუკეთესოა
ტოტტი
14:48 16-08-2018
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული