რონალდომ გაიგო, რომ უეფა მას კი არა მოდრიჩს აჯილდოებდა და მონაკოში გამგზავრება გადაიფიქრა

AutoSharing Option
ESPN-მა გაარკვია, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო მონაკოში იმიტომ არ ჩავიდა, რომ გაიგო ვის დააჯილდოებდა უეფა.

მას თურმე, გადაწყვეტილი ჰქონდა მონაკოში ვერტმფრენით გადაფრენა (ფრენას 40 წუთი დასჭირდებოდა), ცერემონიაზე დარბაზში მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ექვსი სავარძელი იყო გამზადებული, მაგრამ შეიტყო, რომ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ლუკა მოდრიჩს გადასცემდნენ და ტურინში დარჩენა არჩია.

ბიანკონერის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ არ დამალა, რომ კრიშტიანო გაღიზიანებული იყო და გაემგზავრებოდა თუ არა მონაკოში, ეს მისი პირადი საქმეა.

altმასიმილიანო ალეგრი: რონალდო ფიქრობდა, რომ საუკეთესო ის უნდა გამხდარიყო

altრონალდოს აგენტი:

მოდრიჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაცემა სამარცხვინოა
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს რო ბოროტია ეგ ხო ყველამ იცის, მარტლა პენალდოა რა.
7
თავისი არაკაცობა დაამტკიცა.
ოთო
11:09 01-09-2018
2

სიახლეები პოპულარული