რონალდოს აგენტი: მოდრიჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაცემა სამარცხვინოა

AutoSharing Option
თავდამსხმელ რონალდოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა უეფა ლუკა მოდრიჩისთვის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაცემისათვის გააკრიტიკა. მენდეშის აზრით, ჯილდოს მისი კლიენტი იმსახურებდა.

"ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ და არა კაბინეტებში. სწორედ მოედანზე იყო რონალდო საუკეთესო. ჩემპიონთა ლიგაზე მან 15 გოლი გაიტანა და "რეალს" ტურნირი ისევ მოაგებინა.

ეს სასაცილო და სამარცხვინოა. ვფიქრობ, თვით მოდრიჩსაც არ ეპარება ეჭვი, რომ რონალდო საუკეთესოა".

აქამდე უეფამ ზედიზედ სამჯერ აღიარა კრიშტიანო საუკეთესო ფეხბურთელად.

altუეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოდრიჩი ნამდვილად არ იმსახურებდა, მაგაზე ბევრად უკეთესად თამაშობენ აზარი და მბაპე, მაგრამ ალბათ იქაც არის მიკერძოება.
s.s.
19:59 02-09-2018
1
სამარცხვინო არ არის, მაგრამ ცოტა უსამართლოა. რეალი რონალდომ ათრია ფინალამდე და ის იყო საუკეთესო, მოდრიჩი კი მნიშვნელოვანი. უეფა უბერავს - ფიფას ტურნირზე რადგან საუკეთესო გახდა მოდრიჩი ამან იქონია ზეგავლენა.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული