როგორც იცით, გუშინ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლუკა მოდრიჩს მიენიჭა და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ძალიან უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო.
ჟურნალისტებმა ალეგრის კითხვა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს.
"რონალდო გუშინ მონაკოში თავისი პერსონალური გადაწყვეტილებით არ იმყოფებოდა.
ის ძალიან მოტივირებულია. გასულ წელს კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დიახ, ის ფიქრობდა, რომ საუკეთესოს წოდებას კვლავ იმსახურებდა", - აღნიშნა ალეგრიმ.
რონალდოს აგენტი: მოდრიჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაცემა სამარცხვინოა