იაია ტურე "ოლიმპიაკოსში" გადავიდა

AutoSharing Option
კოტ დ'იუვარელი ნახევარმცველი იაია ტურე პირეოსის "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს კარიერას.

35 წლის ტურე ზაფხულში "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგა და ბერძნულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი.

ტურე "ოლიმპიაკოსში" 2005/2006 წლების სეზონში ასპარეზობდა და ყველა ტურნირზე 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ტურეს პირეოსში უამრავი გულშემატკივარი დახვდა და თბილი შეხვედრა მოუწყვეს.

მან "ქალაქელები" განაწყენებულმა დატოვა და გუნდის მენეჯერს პეპ გვარდიოლას აკრიტიკებდა.

altიაია ტურეს აგენტი: გვარდიოლას ძაღლსაც ვერ უწოდებ, რადგან ის ადამიანის მეგობარი არაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული