ფორმები ყვითელი, ლურჯი და თეთრი ფერისაა და ფირმა Joma-მ დაამზადა.
მაისურებს რუსეთთან ბრძოლის უკრაინელი ნაციონალისტების ერთგვარი დევიზი ამშვენებს - "დიდება უკრაინას" (Слава Україні!).
ეს დევიზი რუსებს ძალიან აღიზიანებს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატი მცველი დომაგოი ვიდა და ერთ-ერთი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ მისი სკანდირებისთვის ლამის ანათემას გადასცეს.
უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 6 სექტემბერს ჩეხეთს, ხოლო 9 სექტემბერს სლოვაკეთს შეხვდება.
ვიდა და ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]
დომაგოი ვიდა "დიდება უკრაინის" სკანდირებისთვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ნახევარფინალში ითამაშებს