ბაუირჟან ისლამჰანი: საქართველო ძლიერი მეტოქეა, მაგრამ თამაშს ჩვენ წავიყვანთ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის წინ კომენტარი "კაირატისა" და ყაზახეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბაუირჟან ისლამჰანმა გააკეთა.

"საქართველო ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ვართ, რთული მატჩი გველის. თუმცა, მე ჩვენს გუნდში დარწმუნებული ვარ. კარგი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. ანდორაც კარგი ოპონენტია, სტუმრად ადვილი შეხვედრა არ გველის.

ვფიქრობ, საქართველოსთან მატჩში პირველ პლანზე ჩვენი სურვილი და ძალისხმევა იქნება. დიახ, არაერთმა ფაქტორმა შეიძლება შედეგზე გავლენა იქონიოს, მაგრამ თამაშს ჩვენ წავიყვანთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დავიწყებთ მატჩს.

რა თქმა უნდა, გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მინდა
შემთხვევით ვისარგებლო და ყველა ჩვენი ქომაგი თამაშზე დავპატიჟო. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. გვინდა სავსე ტრიბუნები იყოს და ტურნირი გამარჯვებით დავიწყოთ".

alt ყაზახი ექსპერტი: საქართველო საშინაო გუნდია, სტუმრად თამაში უჭირს - უნდა დავამარცხოთ!

altგიორგი ქვილითაია: ტრავმის მიღების შემდეგ პირველად ის ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?

altsports.kz: საქართველოდან ომახიანი მარშის ხმა ისმის, თუმცა მათ საერთაშორისო სარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწიეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ისლამხანი ბიჭებო იმედია კითხულობთ სტატიებს.გადით და მოიგეთ...
gurulo
13:33 05-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული