"სპარტაკის" პრეზიდენტი: თუ ამერიკამ დაცემინება დაიწყო, სისხლიანი პირღებინება დაგვეწყება

AutoSharing Option
"სპარტაკის" პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელიც მათ კლუბსაც უქმნის სერიოზულ პრობლემებს.

- ცოტა ხნის წინ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ "სპარტაკი" შესაძლოა ბირჟაზე გასულიყო და აქციები გაეტანა. როდის თუ არა ახლა?

- როდესაც ამაზე მიდიოდა ლაპარაკი, ევრო 30 რუბლი ღირდა. ის მოგება, რომელიც სტადიონს უნდა მოეტანა, არსებითი იყო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სპარტაკი" დაახლოებით 5 მილიარდ რუბლს გამოიმუშავებს. იმ კურსით ეს 120-130 მილიონი დოლარი იყო, რაც გუნდის უზრუნველსაყოფად საკმარისი გახლდათ.

მოხდა დევალვაცია, რომელმაც დაახლოებით
250% შეადგინა. რა თქმა უნდა, სტადიონის შემოსავალი ვერ ფარავს ყველა გასავალს და საჭიროა აქციონერთა მუდმივი ჩართვა. ბირჟაზე აქციების გატანა მოგონილი თემა იყო. თუ ფინანსური სტაბილიზაცია მოხდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით.

- ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაცია როდისაა მოსალოდნელი?

- ფინანსური ტურბულენტობის პირობებში ვითარების გლობალური კუთხით 2019-2020 წლებისთვის ძალიან პესიმისტური პროგნოზი მაქვს. თუ ამერიკა დაცემინებას დაიწყებს, როგორც ყოველთვის, ჩვენ სისხლიანი პირღებინება დაგვეწყება. ამიტომ მთავარია - გადავრჩეთ.

აქ საქმე ფინანსურ განვითარებაში კი არა, ფინანსურ გადარჩენაშია. ჩვენი პარტნიორი ბანკი "ოტკრიტიეა", რომლის დახმარებით "სპარტაკის" გადარჩენა და პრემიერლიგაზე ყველაზე მაღალი ადგილებისათვის ბრძოლა და ევროტურნირებზე ღირსეულად ასპარეზობა რეალურია.

ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლაა და ეს შეგვიძლია. ამ შემადგენლობით ამის მიღწევა შეგვიძლია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაწყდიტ და გადაშენდით ერთ დღეს, რაც მალე მით უკეთესი. სახლში მინდა, აფხაზეთში.
ილია
12:00 06-09-2018
2
რომ კითხო, რუსეთს ვერ დააჩოქებენ!?
გულშემატკივარი 58
10:25 06-09-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული