ლატვიური პრესა: თუ ისევ ასე ვითამაშეთ, ქართველები უმარილოდ შეგვჭამენო

AutoSharing Option
ახლა ყველა ქართველი გულშმატკივარი ერთა ლიგაზე ლატვიასთან მატჩის მოლოდინშია. ჩვენგან განსხვავებით ლატვიაში ფეხბურთი განსაკუთრებულად პოპულარული არაა. მაგალითად, ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორასთან თამაშზე რიგაში "დაუგავას" 5 000-იანი სტადიონი სანახევროდ ცარიელი იყო და იქაურ პრესაში "ჯვაროსნებთან" მომავალ დაპირისპირებაზე ბევრი არც არაფერი არ თქმულა. მხოლოდ tvnet-მა გამოაქვეყნა მოკლე წერილი.

"საქართველოსთან უკვე სულ სხვანაირი მატჩი იქნება. ჩვენს მეტოქეს ევროპულ ლიგებში მოასპარეზე ბევრი ფეხბურთელი ჰყავს. თუმცა, ისინი საერთაშორისო სარბიელზე თავიანთი პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებენ. წინა მატჩში მათთან გავნადგურდით (0:5) და ამ წარუმატებლობამ ჩვენი გუნდის
მწვრთნელი მარიან პახარსი იმსხვერპლა. ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს მიკსუ პაატელაინენს უკეთესი შედეგის მიღწევის იმედი აქვს.

ლატვიურ ფეხბურთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პაატილაინენს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ვერ მოვთხოვთ. მას უცბად არ შეუძლია ვითარების გამოსწორება. ფინელმა სპეციალისტმა შემადგენლობა გადაახალისა, მაგრამ ფეხბურთელების შერჩევისას დიდი არჩევანი არ გააჩნია. მას კონტრაქტი წლის ბოლომდე გაუფორმეს და თუ ნორმალურ შედეგს მიაღწევს, ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.

ჩვენმა ნაკრებმა ანდორასთან უსახურად ითამაშა და თუ ასევე იასპარეზა თბილისში, საქართველოს ნაკრები ისე შეჭამს, რომ მარილსაც არ მოაყრის".

altლატვიის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - როცა მეტოქეზე ერთი თავით უკეთესი ხარ

altლატვიელებმა, თბილისში სამი ქულის ასაღებად მივდივართო

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლატვიელი ხალხის მიმართ უდიდესი პატივის მიუხედავად ხვალ არაფერი გეშველებათ ჩემო ძვირფასო ბალტიისპირელებო. მიდი საქართველო!
თემო
04:25 09-09-2018
0
ტყულია!!!

უმარილოდ არაფერს ვჭამთ ქართველები. ის კი არა, წიწაკასაც მოგაყრით მადლიანად )
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული