ანდორა-ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში D ჯგუფის 1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, 3 300-იან, თითქმის ცარიელ სტადიონზე ანდორასა და ყაზახეთის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანდორამ პირველ ტურში ფრე გაუგორა ლატვიას და ყაზახეთთანაც მიაღწია ყაიმს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმართა გუნდის მცველმა ლოგვინენკომ თავურით გაიტანა გოლი. 76-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ყაზახების ნახევარმცველი მუჟიკოვი, შეცვლაზე შესულმა ალაეზმა კი მცველის, შომკოს შეცდომით ისარგებლა და კაცნაკლულ მეტოქეს 85-ე წუთზე ანგარიში გაუთანაბრა.

ეს ანგარიში საქართველოს
ნაკრებს აშკარად ხელს აძლევს, რამეთუ ჩვენი მოწინააღმდეგეები რაც უფრო მეტ ქულებს დაკარგავენ ერთმანეთთან, ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელია.

13 ოქტომბერს, შემდეგ ტურში საქართველო ანდორას უმასპინძლებს.

ანდორა ლა ველა. "ნასიონალი"

ანდორა - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ლოგვინენკო (68), 1:1 ალაეზი (85)
გაძევება: მუჟიკოვი (76)

ანდორა: გომესი, ლიმა, ველესი, რებესი, ც. რუბიო (გომესი 79), ლოვერა, ცერვოსი, ვიეირა, მარტინესი, სან ნიკოლასი (ჯ. რუბიო 83), კლემენტე (ალაეზი 70)

ყაზახეთი: ერიჩი, ლოგვინენკო, შომკო, ბაისებეკოვი (სეიდაჰმეტი 90), პოსტნიკოვი, მუჟიკოვი, კუატი, ისლამხანი, ტუნგიშბაევი (ზაინუტდინოვი 66), შეტკინი, მურთაზაევი (ტურისბეკი 59)

alt ყაზახური პრესა: ანდორა - ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 18 /
არადა ამბობენ,რომ ფულია მთავარი ფეხბურთშიო და აჰა ეგ თქვენი ფული. მარტო წვრთნა,რას გიზავს თუ ბუნებამ არ გიშველაო,ეს კი ყაზახებზე არის. ჩვენ კი აშკარად ბუნებამ გვიშველა,გამოგვიგზავნა ჩაკვეტაძე და ნიჭიც დაგვაფერთხა. ეს ადვილი ჯგუფი არაა ჩვენი მეტოქეებისთვის,ეგ ჩვენი ნაკრებისათვის არის იოლი ჯგუფი. გასახარი არ არის სხვისი გასაჭირი,მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ,როცა მინ. 3 ქვეყანაა,რომელიც ჩვენზე ცუდ დღეში არიან და თან ჩვენზე მეტი ფული აქვთ. დავიჯერო ქართული ფეხბურთის კრიზისი ფულის ბრალია?! მე რატომღაც მგონია,რომ "ჯიგრულმა" პონტმა და ფულის გამაზვებმა ჩაგვაგდო ამ დღეში. მადლობა ძოძუაშვილს და მის ნაირებს,გილოცავთ,თქვენ დაღუპეთ ქართული ფეხბურთი. რამდენი ბიჭი ვერ გახდა პროფესიონალი უფულობის გამო ან დიდი ფულის არ ქონის გამო,თორემ კუნაპეტ ყაზახებთან და ლატვიელებთან მოგება ასე ხო არ გაგვიხარდებოდა. რაც არის არის და იმედი ვიქონიოთ აწი ასეთი ფაქტები აღარ მოხდება. ვინც ჩემი კომენტარი დაბლოკოს,ის იყოს ყაზახი ფეხბურთელი და ასეა ეს!
სხვათა თუთაშხია
06:20 11-09-2018
6
ანდორას მოვუგოთ შინ და გართ და დამთავრებულია კინო
ემირი
00:51 11-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული