ის რამდენი თვის წინ ბრესტის "დინამოს" პრეზიდენტად დანიშნეს, თუმცა მოულოდნელად დატოვა ბელორუსი და მექსიკაში წავიდა, სადაც მეორე დივიზიონის კლუბის მწვრთნელი გახდა.
"ჩვენ თამაშების მოგებას ვაპირებთ. დაცვითი ფეხბურთი არ მიყვარს. აქ სამუშაოდ ვარ. ვაპირებ, საქმეში ბოლომდე ჩავერთო, როგორც ამას გაერთიანებულ საემიროებში ვაკეთებდი, როცა სამუშაოდ დღეში 300 კილომეტრს გავდიოდი", - განაცხადა დიეგომ პირველ პრესკონფერენციაზე.
მან ნარკოდამოკიდებულებასა და ალკოჰოლიზმზეც ისაუბრა.
"წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვი. ახლა ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ. როცა ნარკოტიკს ვიღებდი, ყველაფერი
აღსანიშნავია, რომ ქალაქი, სადაც "დორიდოსი" ასპარეზობს, მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ადგილსამყოფელიცაა.
დიეგო მარადონას ახალი კლუბი მექსიკის მეორე დივიზიონში ასპარეზობს, სადაც მე-13 ადგილზე იმყოფება.
დიეგო მარადონამ ბელარუსიდან მექსიკაში ამოყო თავი
დიეგო მარადონამ შეიძლება ბრესტის "დინამო" დატოვოს
მან ჩემი მანქანები დაამტვრია და ფული მომპარა! - დიეგო მარადონა მორიგ ინციდენტში გაეხვა [VIDEO]