რატომ არ გადავიდა ტერი სპარტაკში?- ეგონა, რუსეთში დათვები ველოსიპედებით დასეირნობდნენ და არაყს სვამდნენ?

AutoSharing Option
37 წლის ინგლისელმა მცველმა ჯონ ტერიმ "სპარტაკში" გადასვლა გადაიფიქრა და ეს ასე ახსნა:

"ხანგრძლივი და სერიოზული ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე "სპარტაკს" უარი ვუთხრა. ამ კლუბს მადლობას ვუხდი და წარმატებას ვუსურვებ.

ამბიციური კლუბია, მაგრამ ოჯახთან მოთათბირების შემდეგ გადვწყვიტე, რომ ეს ჩემთვის არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა", - დაწერა მან ინსტაგრამზე.

ტერი თავიდან "სპარტაკს" 1.8-მილიონევროიან სეზონურ გასამრჯელოზე შეუთანხმდა, მერე ხელფასის 1.4 მილიონით მომატება მოითხოვა, ბოლოს კი საერთოდ უარი უთხრა. საქმე იმაშია, რომ "ასტონ ვილამ", რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში იცავდა, კონტრაქტის გაფორმება და 3.1-მილიონფუნტიანი ანაზღაურება შესთავაზა.

რუსეთის ნაკრების ფრენბურთელმა ალეკსეი სპირიდონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უცხოელებს არასოდეს არ უყვარდათ და ინგლისში ჰგონიათ,  მათთან დათვები ველოსიპედით დასეირნობენ, ბალალაიკაზე უკრავენ და არაყს სვამენ.

"სპარტაკის" ყოფილმა თავდამსხმელმა რომან პავლიუჩენკომ კი თქვა, რომ ეს ხუმრობა და პიარ-სვლა იყო.

altჯონ ტერიმ "სპარტაკს" შეთანხმებულზე 1.4 მილიონით მეტი მოსთხოვა

altჯონ ტერი ჯანო ანანიძის თანაგუნდელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული