გენუაში ჩატარებული ამხანაგური მატჩი იტალიისა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის 1:1 დასრულდა.
სკუადრა აძურამ რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით გამართული 5 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.
უკანასკნელი 10 თამაშიდან იტალიელთა ეროვნულმა გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.
იტალიის ნაკრებმა 93 წლის მანძილზე პირველად 5 საშინაო მატჩი ვერ მოიგო და ამას გარდა, ზედიზედ 8 შეხვედრაში გაუშვა გოლი, რაც უკანასკნელად 1959 წელს მოხდა.
გენუა. "კომუნალე ლუიჯი ფერარისი"
იტალია - უკრაინა 1:1
გოლები: 1:0 ბერნარდესკი (55), 1:1 მალინოვსკი (63)
იტალია: დონარუმა, ფლორენცი (პიჩინი 84), ბონუჩი, კიელინი, ბირაგი (კრიშიტო 87), ვერატი (ბონავენტურა 70), ჟორჟინიო, ბარელა (პელეგრინი 78), ინსინიე (ბერარდი 78), ბერნარდესკი (იმობილე 57), კიეზა
უკრაინა: პიატოვი, კარავაევი, ბურდა, რაკიცკი (კრივცოვი 87), მატვიენკო, სიდორჩუკი (სტეპანენკო 57), მალინოვსკი, ზინჩენკო, მარლოსი (ციგანკოვი 46), კონოპლიანკა (პეტრიაკი 73), იარემჩუკი (კრავეცი 76, ბუტკო 90)