ერთა ლიგა. III ტური: პორტუგალიამ პოლონეთი რონალდოს გარეშეც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში ჩატარებული 7 მატჩიდან განსაკუთრებულ ინტერესს პოლონეთი - პორტუგალია იწვევდა.

პორტუგალიამ სტუმრად გამარჯვების მოპოვება ნახევარდაცვაში უკეთესი თამაშით მოახერხა და შეეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო. პოლონელთა ლიდერმა ლევანდოვსკიმ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატის მეოთხედფინალისტების რუსეთისა და შვედეთის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. რუსები ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ და ფრე ამ ნაკლებად სანახაობრივი თამაშის ლოგიკური შედეგია.

ისრაელმა ბრიტანული გუნდი პირველად დაამარცხა სახლში. არადა, თავიდან შოტლანდია დაწინაურდა, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, ხოლო როდესაც მსაჯმა სქოთების
მცველი სუტერი გააძევა, უპირატესობას საბოლოოდ დაეუფლნენ და გამარჯვების გოლი გაიტანეს.

მონტენეგრო და სერბეთი, რომლებიც 12 წლის წინ ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდნენ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებმა იმარჯვეს. დუბლი "ფულჰემის" ფორვარდმა მიტროვიჩმა შეასრულა. მან პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 5 გოლი გაიტანა.

რუმინეთმა კომპენსირებულ დროში გასვლაზე ლიეტუვა შეცვლაზე შესული მაკსიმის გოლით დაამარცხა.

A ლიგა. 3 ჯგუფი.
ხორჟოვი. "შლიონსკი". 48 783 მაყურებელი
პოლონეთი - პორტუგალია 2:3
გოლები: 1:0 პიონტეკი (18), 1:1 ანდრე სილვა (31), 1:2 გლიკი (42, საკ. კარში), 1:3 ბერნანდო სილვა (52), 2:3 ბლასჟიკოვსკი (77)

თ მ ფ წ ბ ქ
პორტუგალია 2 2 0 0 4:2 6
პოლონეთი    2 0 1 1 3:4 1
იტალია         2 0 1 1 1:2 1

B ლიგა. 2 ჯგუფი.
კალინინგრდი. "კალინინგრად არენა". 31 690 მაყურებელი
რუსეთი - შვედეთი 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
რუსეთი   2 1 1 0 2:1 4
თურქეთი 2 1 0 1 4:4 3
შვედეთი  2 0 1 1 2:3 1

C ლიგა. 1 ჯგუფი
ჰაიფა. "სამი ოფერი"
ისრაელი - შოტლანდია 2:1
გოლები: 0:1 მელგრიუ (25, პენ), 1:1 პერეცი (52), 2:1 ტირნი (74, საკ. კარში)
გაძევება: სუტერი (შოტლანდია 61)

თ მ ფ წ ბ ქ
შოტლანდია   2 1 0 1 3:2 3
ისრაელი        2 1 0 1 2:2 3
ალბანეთი       2 1 0 1 1:2 3

C ლიგა. 4 ჯგუფი
ვილნიუსი. LFF
ლიეტუვა - რუმინეთი 1:2
გოლები: 0:1 კიპჩუ (13), 1:1 ზულპა (89), 1:2 მაკსიმი (90+4)

პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - სერბეთი 0:2
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (18, პენ), 0:2 მიტროვიჩი (81)

თ მ ფ წ ბ ქ
სერბეთი      3 2 1 0 5:2 7
რუმინეთი    3 1 2 0 4:3 5
ჩერნოგორია 3 1 1 1 2:2 4
ლიეტუვა     3 0 0 3 1:5 0

D ლიგა. 3 ჯგუფი
ტორსჰავნი. "ტორსვოლიური".
ფარერები - აზერბაიჯანი 0:3
გოლები: 0:1 ალმეიდა (28), 0:2 ნაზაროვი (67), 0:3 ალმეიდა (86, პენ)

პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - მალტა 3:1
გოლები: 1:0 კოლოლი (30), 1:1 აგიუსი (51), 2:1 მურიგი (68), 3:1 კოლოლი (81)
გაძევება: მიფსუდი (მალტა 70)

თ მ ფ წ ბ ქ
კოსოვო        3 2 1 0 5:1 7
აზერბაიჯანი 3 1 2 0 4:1 5
ფარერები      3 1 0 2 3:6 3
მალტა          3 0 1 2 3:7 1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული